ვაქცინა კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც მილიონობით ადამიანს იცავს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასაც საგრძნობლად ზრდის.
ამაზე ციფრებიც მეტყველებს, მაგალითისთვის, მხოლოდ 2000 წლიდან მოყოლებული, ვაქცინებმა 37 მილიონი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. ხოლო ბოლო დროინდელი კვლევებით, 2030 წლამდე ვაქცინაცია 120 მილიონი სიკვდილის პრევენციის საშუალებას მოგვცემს.
ვაქცინაცია უკვე დიდი ხანია დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება, თუმცა, დღეს ის კიდევ უფრო აქტუალურია. კორონავირუსი — ეს ის უხილავი მტერია, რომელთან ბრძოლაშიც ჩვენი მთავარი იარაღი სწორედ ვაქცინაციაა.
პოდკასტში მიმოვიხილავთ როგორც ზოგადად ვაქცინაციას, ისე კონკრეტულად კორონავირუსის ვაქცინებს. ვეცდებით უფრო ახლოდან გავიგოთ თუ რა არის ვაქცინა, როგორია მისი ისტორია, რა უნდა ვიცოდეთ მასზე, საიდან მოდის ვაქცინაციის მიმართ შიშები, როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან და რაც მთავარია, ინფორმაციას მივიღებთ ამ საქმის პროფესიონალისგან, ჩვენი დღევანდელი სტუმრისგან, ნინო გაჩეჩილაძესგან, რომელიც თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ვირუსოლოგია.
რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას
რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია
კლიმატის ცვლილება — განახლებადი ენერგიის პოტენციალი
ისააკ ნიუტონი — გრავიტაციის ძალა
გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში
CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები
კლიმატის ცვლილება — როგორია პლანეტის მომავალი
თოფები, მიკრობები და ფოლადი — კულტურების ევოლუცია
თანამგზავრული ინტერნეტი — Starlink საქართველოში
ტელესკოპები — როგორ დავინახოთ სამყარო
თავისუფალი ნება — გვაქვს თუ არა არჩევანი
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი — სამხედრო ტექნოლოგია
ადამიანის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობა
ენტროპია — სამყაროს ფუნდამენტი და ქაოსი
რა არის სიცოცხლე — შეგვიძლია თუ არა მისი გახანგრძლივება
46 000 წლის გაყინული ჭიები გააცოცხლეს — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში
ჯეიმს ვები 1 წლისაა — ტელესკოპის მთავარი აღმოჩენები და მიღწევები
დნმ — მონაცემთა ბუნებრივი და სინთეზური ბაზა
ნეიტრინოების ემისიის აღმოჩენა — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში
კახოვკის ჰესი — რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა
Create your
podcast in
minutes
It is Free
DNA Today: A Genetics Podcast
Museum of the Missing
Strange by Nature Podcast
Sasquatch Chronicles
Hidden Brain