დომენიკ-ჟან ლარეის პორტრეტი (ან-ლუი ჟიროდე-ტრიოსონის ნახატი, ლუვრის მუზეუმი)
ჟან-დომენიკ ლარეი... ამ კაცის სახელი დღესდღეობით არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის მაგრამ ნაპოლეონის ომების პერიოდში ლარეი მთელს ევროპაში იყო ცნობილი და მას დიდ პატივს სცემდნენ. ლარეი იყო ფრანგული ჯარის მთავარი ქირურგი და სამხედრო მედიცინის უბადლო ნოვატორი რომელმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. "თუ ოდესმე საჭირო გახდა ჯარის საპატივცემულოდ ერთი პიროვნების ძეგლის დადგმა," აღნიშნა ნაპოლეონმა, "ეს პიროვნება უთუოდ ლარეი უნდა იყოს. ის ხომ ყველა დაჭრილსა და დამაშვრალსა თავისი ოჯახის წევრად თვლის."