ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს! დღეს ვსაუბრობთ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე: ნაპოლეონის მიერ პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ბევრი თანამედროვე მკვლევარის აზრით ნაპოლეონი ერტ-ერთი პირველი სახელმწიფო მოღვაწე იყო რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე პოლიციურ სახელმწიფოს ანუ სახელმწიფო წყობის ისეთ ფორმას როდესაც მმართველი ხელისუფლება თავისი აღმასრულებელ-ადმინისტრაციული ორგანოების (განსაკუთრებით პოლიციის რესუსრსებით) მეშვეობით ახორციელებს საზოგადოებაზე საყოველთაო კონტროლს.