VOA Georgian
1 Followers
7 Episodes
Follow Share 
1
Followers
7
Episodes
Category: Technology
Last Update: 2019-01-12
Claim Ownership

რადიოსადგურ ამერიკის ხმის მაუწყებლობისა და ორგანიზაციის სამუშაო მისიის უზრუნველსაყოფად, 1960 წელს ამერიკის ხმის წესდება შემუშვდა. წესდების საფუძველზე, 1976 წლის 12 ივლისს პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა ხელი მოაწერა სპეციალურ კანონს. შეერთებული შტატების გრძელვადიან ინტერესთა სფეროში შედის მსოფლიოს მოსახლეობას რადიოს საშუალებით გადასცეს თავისი პოზიცია. იმისათვის, რათა ამერიკის ხმამ თავისი ფუნქცია შეასრულოს, მან აუდიტორიის ყურადღება და მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ამერიკის ხმის ფუნქციონირება შემდეგ პრინციპებს ემყარება. ამერიკის ხმა ინფორმაციის სარწმუნო წყარო უნდა იყოს. ინფორმაცია, რომელსაც ამერიკის ხმა გადასცემს, ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცველი იქნება. ამერიკის ხმის საშუალებით წარმოდგენილი უნდა იყოს ამერიკის საზოგადოება, და არა მისი რომელიმე ერთი ნაწილი. შესაბამისად, რადიოსადგურმა უნდა უზრუნველყოს ამერიკული ორგანიზაციებისა და საზოგადოების გაბალანსებული და სრულყოფილი ასახვა. შეერთებული შტატების პოლიტიკას ამერიკის ხმა წარადგენს მკაფიოდ და ეფექტურად, და ასევე უზრუნველყოფს ამ პოლიტიკასთან დაკავშირებულ კონსტრუქციულ დისკუსიასა და თვალსაზრისს. ( სახელმწიფო კანონი 94-350)